საკვები და საჭმლის მონელება
საგანი:
ბიოლოგია
კლასი:
X
1. სახელი და გვარი
|
ვიოლეტა სინატაშვილი
|
2. თემის სახელწოდება
|
საკვები და საჭმლის მონელება
|
3.
3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
მოსწავლემ სქემატურად
ასახოს ნივთიერების გზა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უჯრედებამდე; დაასაბუთოს
მიღებული საკვებიდან ინდივიდისათვის დამახასიათებელი ნივთიერების აწყობის
პრინციპი; შეძლოს იმსჯელოს T –სა და PH–ის ზემოქმედებით
ფერმენტული აქტივობის ცვლილებაზე და შეძლოს მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა
საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით; გააცნობიეროს სისხლის მიმოქცევის
სისტემის მნიშვნელობა მონელებული საკვების ათვისებაში.
|
4. სწავლის შედეგები
|
მოსწავლე სქემატურად
ასახავს ნივთიერების გზას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უჯრედებამდე;
ასაბუთებს მიღებული საკვებიდან ინდივიდისათვის დამახასიათებელი ნივთიერების
აწყობის პრინციპს; მსჯელობს T –სა
და PH–ის ზემოქმედებით ფერმენტული აქტივობის ცვლილებაზე და შეუძლია
მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით;
აცნობიერებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მნიშვნელობას მონელებული საკვების
ათვისებაში.
|
5. მიმდინარეობა
(აქტივობა
და დრო)
|
წინა გაკვეთილის საშინაო დავალების პრეზენტაცია, შესწავლილი მასალის
შეხსენება– 7–8 წუთი
გაკვეთილის თემის გაცნობა– (გამოწვევა) არსებული ცოდნისა და შთაბეჭდილებების
გააქტიურება (გონებრივი იერიში: მოსწავლეები
იხენებენ როგორ ხდება ნივთიერებათა ტრანსპორტი უჯრედებში, რა არის დიფუზია და ოსმოსი;
როგორ მიმდინარეობს ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ
საკვების მონელებაში; როგორი აგებულება აქვს ფერმენტს და როგორ გარემოში ხდება ფერმენტული
აქტივობის ცვლილება და ა.შ.) – 6–7 წუთი
ახალი მასალის წარდგენა; უკვე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და
განმტკიცება – პროექტორისა და საჭმლის მომნელებელი მოდელის საშუალების ადამიანის
საწმლის
მომნელებელი ტრაქტის აღწერა, ფერმენტების მოქმედების განხილვა საკვების მონელების
პროცესში.– 15 წუთი
დასკვნითი ნაწილი – მოსწავლეები ახდენენარსებული და ახლად მიღებული ცოდნის
გამთლიანებას. ჯგუფურად მსჯეობენ სწორი კვების „+“ და „–„ მხარეებზე (T დიაგრამა) და ახდენენ აზრთა მიმოცვალას
(მინი დისკუსია) – 10 წუთი.
საშინაო დავალება – მოსწავლეებმა წამოადგინონ პროექტები თემებზე; „ გლუკოზის
გარდაქმნის გზები და მისი გავლენა დიაბეტის ჩამოყალიბების პროცესზე“, „ცხიმოვანი
საკვების აუცილებლობა ნაღველ–კენჭოვანი დაავადებების დროს“. – 5 წუთი
|
6. შეფასება
|
განმსაზღვრელი–
საშინაო დავალების პრეზენტაციის დროს;
დაკვირვება–მოსწავლეთა
აქტიურობაზე ახალი მასალის წარდგენის პროცესში;
განმავითარებელი
– სავარჯიშოების შესრულების დროს.
|
10. რესურსები
|
ნოუთბუქი;
პროექტორი; თვასაჩინოება – ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის მოდელი.
|
ინფორმაციის წყარო (ნაბეჭდი,
ელექტრონული და სხვა..)
ეროვნული
სასწავლო გეგმა–2011–2016წწ – საგნობრივი პროგრამა ბიოლოგიაში; საგნობრივი გზამკვევი
მასწავლებლებისთვის –ბიოლოგია; X კლასის ბიოლოგია (ნ. ზაალიშვილი; ნ. იოსებაშვილი);
მასწავლებლის ბიბლიოთეკა – ბიოლოგია 2011 წელი;
ელექტრონული რესურსები გადმოწერილი Youtube.com - დან.
|
No comments:
Post a Comment