მთელ დედამიწაზე მრავლად არიან მცირე ზომის ცოცხალი უხერხემლო ცხოველები. ჩვენთვის ცნობილი ცხოველების ოთხ მეხუთედს სწორედ ისინი შეადგენენ. აქ თქვენ მათ ზოგიერთ სახეობას გაეცნობით.
მწერები (ლათ. Insecta) — უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპის.
მწერის აგებულება:
ყველა ზრდასრულ მწერს ექვსი ფეხი და სამი ნაწილისაგან - თავის, მკერდისა და მუცლისაგან შემდგარი სხეული აქვს. მათ უმრავლესობას ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ფრთებიც უვითარდებათ.
მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.
მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ სწორფრთიანებს, ხეშეშფრთიანებს ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთ ქერცლფრტიანებს ანუ პეპლებს, ბუზებს) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი (მაწუხელები) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები — რთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3 სეგმენრისაგან (წინა, შუა და უკანა). მკერდიდან გამოდის მუცლის მხარეზე 3 წყვილი ფეხი, ზურგის მხარეზე — 2 წყვილი ფრთა. ფეხები შეიძლება იყოს სარბენი, სახტომი, სათხრელი, საცურავი, ყვავილის მტვრის შესაგროვებელი, დამჭერი და სხვა. ფეხები დანაწევრებულია და შედგება მენჯის, ტაბუხის, ბარძაყის, წვივისა და თათისაგან. არსებობს მწერების ფრთიანი და უფრთო ფორმები. ფრთიანებს 2 წყვილი ფრთა აქვთ. ამათგან წინა წყვილი მიმაგრებულია შუა მკერდზე, უკანა — უკანა მკერდზე. მუცელი შეერთებულია მკერდთან, შედგება 5 სეგმენტისაგან, აქვს სხვადასხვა დანამატი: კვერცხსადები, ცერკები, ნესტარი ანუ საწერტელი. საჭმლის მომნელებელი აპარატი შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. წინა ნაწლავში არჩევენ ხახას, საყლაპავ მილს, ჩიჩახვს და მღეჭვ კუჭს. მასთანდაკავშირებულია სანერწყვე ჯირკვლები. შუა ნაწლავის აგებულება კვების ხასიათზეა დამოკიდებული. უკანა ნაწლავს ეკუთვნის მსხვილი და სწორი ნაწლავი. გამომყოფი ორგანოებია მალპიღის მილაკები, გამოყოფის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ცხიმოვანი სხეული. სუნთქავენ ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. შედგება მილაკისებრი გულისა და მოკლე აორტისაგან. ნერვული სისტემა შედგება ხახისზედა ნერვული კვანძის ანუ თავის ტვინის, ხახის ქვედა ნერვული კვანძისა და მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული შეხების, ყნოსვისა და მხედველობის ორგანოები. მწერები სქესობრივად მრავლდებიან. ზოგი გამონაკლისის გარდა გაყოფილსქესიანები არიან. ხშირად მკვეთრად აქვთ გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მწერების მონაცვლეობით და მეტამორფოზი.
პეპლები:
პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. მათი უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე კვირას ცოცხლობს. ისინი წყვილდებიან, დებენ კვერცხებს და შემდეგ იხოცებიან.
დედალი პეპელა კვერცხებს რომელიმე მცენარეზე დებს. კვერცხიდან გამოჩეკილი მატლი მცენარით იკვებება და იზრდება. ზრდასრული მატლი პარკს ქსოვს, თვითონ შიგნით ექცევა და პეპლად გადაიქცევა.
აფრიკული დანაიდა შხამიანია. ჩიტებმა იციან,
რომ ის არ უნდა შეჭამონ
|
პეპლის ფრთები პაწაწინა ფერადი, კაშკაშა ქერცლითაა დაფარული. კაშკაშა ფერის ქერცლი სინათლეს ირეკლავს, რის გამოც პეპლები ფრენისას ციმციმებენ.
| ეს ცისფერი იკარია. მას ფრთები გაშლილი აქვს და მზის სითბოს შთანთქავს |
დღის ფარშავანგთვალას ფრთებზე წრეები
დიდი ცხოველის თვალებს მიაგავს და მტერს აშინებს.
|
მარჯნის რიფები
მარჯნები თბილ, წყალთხელ ზღვებში ბინადრობენ. ისინი გარეგნულად მცენარეს ჰგვანან, მაგრამ სინამდვილეში პაწაწინა ცხოველები არიან. მარჯნების დიდ კოლონიებს მარჯნის რიფები ეწოდება.
| თუთიყუშთევზას კბილები ერთმანეთსაა შეზრდილი და მტკიცე ნისკარტს წარმოქმნის. იგი მარჯნის ნატეხს კბეჩს და კბილებით ანაწევრებს. |
მარჯანს მყარი ჩონჩხი აქვს. როცა ეს ცხოველი კვდება, მისი ჩონჩხი არ იშლება, მასზე ახალი მარჯნები იზრდებიან და ნელ-ნელა მარჯნის რიფი ყალიბდება. მარჯნის რიფები სავსეა ღრმულებითა და პატარა გამოქვაბულებებით, სადაც ცხოველებს დამალვა ან დასახლება შეუძლიათ, ამიტომ მარჯნებში უამრავი ცხოველი ბინადრობს.
მარჯნებს მტკიცე გარსი აკრავთ, მაგრამ ზოგიერთი თევზი, მაგალითად, თუთიყუშთევზა, მათ შეჭმას მაინც ახერხებს.
No comments:
Post a Comment