ქვეწარმავლები ცივსისხლიანი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სხეული სითბოს ვერ ინარჩუნებს და ისე ცივდება და თბება, როგორც მათი საცხოვრებელი გარემო. მათ ქერცლიანი კანი აქვთ, მრვალდებიან კვერცხით. გველები, ხვლიკები, კუები და ნიანგები ქვეწარმავლები არიან.
გველები
გველები ხორციჭამია ცხოველები არიან. ზოგი მწერებითა და ჭიებით იკვებება, ზოგი კი ისეთ დიდ მსხვერპლსაც კი ერევა, როგორიცაა ნიანგი. გველები ანტარქტიდის გარდა ყველგან ცხოვრობენ.
ნიანგები
ნიანგები და მათი მონათესავე ალიგატორები მძვინვარე მონადირეები არიან. ისინი თბილ ქვეყნებში მდინარის პირას ბინადრობენ. ხელსაყრელ პირობებში ნიანგები 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ.


No comments:
Post a Comment