ბოტანიკა
ბოტანიკა შეისწავლის მცენარეთა გარეგანი და შინაგანი აგებულების კანონზომირებებს (მორფოლოგია, ანატომია), მცენარეთა სისტემატიკას, მათ განვითარებას გეოლოგიურ დროში (ევოლუცია), ნათესაურ კავშირებს (ფილოგენია), წარსულსა და აწმყოში დედამიწაზე მათ გავრცელებას (მცენარეთა გეოგრაფია), მცენარეული ორგანიზმების სასიცოცხლო პროცესებს (მცენარეთა ფიზიოლოგია), გარემოსთან მათ ურთიერთდამოკიდებულებას (მცენარეთა ეკოლოგია), მცენარეული საფრის აგებულებას (გეობოტანიკა, ანუ ფიტოცენოლოგია), მცენარეთა სამეურნეო გამოყენების შესაძლებლობას (გამოყენებითი ბოტანიკა). კვლევის ობიექტის მიხედვით ბოტანიკაში გამოიყოფა აგრეთვე მეცნიერება წყალმცენარეეთა შესახებ — ალგოლოგია, სოკოების შესახებ — მიკოლოგია, ლიქენების ანუ ქარაგოზების შესახებ — ლიქენოლოგია, ხავსების შესახებ — ბრიოლოგია და სხვა. მიკროსკოპულ მცენარეულ ორგანიზმებს შეისწავლის მიკრობიოლოგია, მცენარეთა დაავადებებს — ფოტოპათოლოგია.
მცენარეები:
წიწვიან მცენარეს წვეტიანი ფოთლები აქვს
და გირჩებს იბავს
|
მცენარეები ცხოველების მსგავსად ცოცხალი ორგანიზმებია. თუმცა ცხოველისგან განსხვავებით, მცენარეს არ შეუძლია გადაადგილება, გარემოს ცვლილებებზე ნელა რეაგირებს და საკვებს თავად გამოიმუშავებს.
დედამიწაზე 270 ათასზე მეტი სახეობის მცენარეა. ისინი თვისებების მიხედვით სხვადასხვა ჯგუფად იყოფა.
გვიმრას ღეროც აქვს, ფოთლებიც და ფესვებიც,
მაგრამ ყვავილები არ გააჩნია.
|
ხავსს თხელი ფოთლები და სუსტი ფესვები აქვს. ის მიწასთან ახლოს ნოტიო ადგილებში ხარობს. |
ყვავილოვან მცენარეს აქვს ღერო, ფესვი და ფოთლები.
ის ყვავილების მეშვეობით მრავლდება
|
წყალმცენარე მარტივი აგებულებისაა,
არ გააჩნია ღერო, ფესვი და ფოთლები.
|
საკვების გამომუშავება:
მცენარე ფოთლის ზედაპირით ჰაერიდან იღებს ნახშირორჟანგს, ხოლო ნიადაგიდან ფესვებით - წყალსა და მინერალებს. მზის ენერგიის ზემოქმედებით მცენარის ფოთლები შაქარს გამოიმუშავებს, რაც მცენარეებისთვის საკვებია. ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება, რომლის შედეგად ჟანგბადიც წარმოიქმნება.
მცენარეების ყველაზე დიდი ჯგუფი ყვავილოვანი მცენარეებია, რომელშიც ყვავილების გარდა ხეებიც ერთიანდება. ყვავილოვანი მცენარე ძირითადად ფესვის, ღეროსა და ფოთლისაგან შედგება, რომელთაც ვეგეტატიურ ორგანოებსაც უწოდებენ.
ყვევილოვანი მცენარეები თესლით მრავლედაბიან. ყვავილის გულში არის ყვითელი ფერის მტვერი, რომელიც თესლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამისთვის ეს მტვერი სხვა ყვავილზე უნდა მოხვდეს. მტვერი ქარსა და მწერებს გადააქვთ. ყვავილის გულში არის ტკბილი სითხე ანუ ნექტარი. ყვავილები ნათელი ფერითა და მძაფრი სუნით იზიდავს მწერებს ნექტრისაკენ.
No comments:
Post a Comment