სისხლის შემადგენელი კომპონენტები
პლაზმა
სისხლი შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი
სახეა. იგი პლაზმისა და სისხლის უჯრედებისაგან შედგება.
პლაზმა-მოყვითალო ფერის გამჭირვალე
სითხეა. მას სისხლის საერთო მოცულობის 55 % უკავია, დარჩენილი 45 % კი ფორმიან ელემენტებზე
მოდის.
სისხლის პლაზმის შედგენილობა მუდმივია.
მისი შედგენილობის შეცვლა ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედებს.
პლაზმის შემადგენლობაში შედის: წყალი-90%,
ცილა-7-8%, ცხიმი-0,8%, ნახშირწყლები(გლუკოზა)-0,12%, მარილები(NaCl)-0,9%, დაშლის პროდუქტები.
პლაზმის ასეთ შეგდენილობას ჯანმრთელი
ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ინარჩუნებს.ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები და ჭარბი
ნივთიერებები სისხლის პლაზმიდან გამომყოფი ორგანოების საშუალებით გამოიდევნება. ნივთიერებათა
ტრანსპორტირება სისხლის პლაზმით ხორციელდება. სწორედ ის აწვდის ყველა ქსოვილსა და უჯრედს
ჰორმონებს, ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს.პლაზმით გადაადგილდება აგრეთვე ნახშირორჟანგისა
და ჟანგბადის გარკვეული ნაწილიც. პლაზმა არის ყველა უჯრედისა და ქსოვილისათვის ბიოლოგიურად
აქტიური ნივთიერებების მიმწოდებელი რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ორგანოებისა
და ორგანოთა სისტემების მუშაობაზე. პლაზმა მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესშიც.
პლაზმა გამუდმებით იჟონება უწვრილესი
სისხლძარღვებიდან-კაპილარებიდან, ავსებს უჯრედებს შორის სივრცეს და წარმოქმნის ქსოვილურ
სითხეს.ქსოვილურ სითხეს უშუალო კონტაქტი აქვს ორგანიზმის ყოველუჯრედთან. სწორედ მისგან
იღებენ უჯრედები საციცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს და მასშივე გამოჰყოფენ დაშლის
პროდუქტებს. ამრიგად ქსოვილური სითხე შუამავლის როლს ასრულებს უჯრედებსა და სისხლს
შორის.
ჭარბი ქსოვილური სითხე ლიმფურ კაპილარში
გადადის და ლიმფად გადაიქცევა. იგი გამჭირვალე სითხეა და შედგენილობით ქსოვილურ სითხეს
ჰგავს. ლუმფური კაპილარები ერთდება უფრო მსხვილ ლიმფურ ძარღვებად, რომლითაც ლიმფა ლიმფურ
კვანძებში მიიტანება. მსხვილი ლიმფური კვანძებია ელენთაში, ბრმა ნაწლავის ჭიისებრ დანამატში,
ნუშისებრ ჯირკვლებში. აქ წარმოიქმნება სისხლის ტეთრი უჯრედების -ლეიკოციტების ერთ-ერთ
სახე - ლიმფოციტები. ლიმფურ კვანძებში მიმდინარეობს მიკრობებისა და შხამების განეიტრალება.
ერითროციტები
სისხლის ფორმიანი უჯრედები, ორმხრივ
ჩაზნექილი ფორმის - ერითროციტები ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. ახალგაზრდა ერითროციტს
ბირთვი აქვს, მაგრამ როდესაციგი ზრდასრულად იქცევა, ბირთვს ჰკარგავს და სისხლის მიმოქცევაში
უბირთვო სახით გადადის. მისი ციტოპლაზმის უმეტესი ნაწილი ცილოვან ნივთიერებას-პიგმენტ
ჰემოგლობინს უჭირავს. სწორედ ის აძლევს ერითროციტებს და საერთოდ, სისხლს, წითელ ფერს.
ჰემოგლობინი შედგება მეოთხეული სტრუქტურის მქონე ცილა-გლობინისა და ორვალენტოვანი რკინა-ჰემისაგან.
ჰემოგლობინის რკინის ატომები იერთებს ჟანგბადს და წარმოიქმნება ოქსიჰემოგლობინი. ჟანგბადით
მდიდარ სისხლს არტერიული სისხლი ეწოდება, ხოლო ჟანგბადით ღარიბ სისხლს კი-ვენური.
ერითროციტი 4 თვემდე ცოცხლობს. დაღუპვის
შემდეგ იგი ღვიძლში იშლება და მისი დაშლის პროდუქტები ნაღვლის წარმოქმნაში მონაწილეობს.
ერითროციტების უმეტესი ნაწილიელენთასა და ღვიძლში ინახება. ამიტომ ამ ორგანოებს სისხლის
დეპოებს უწოდებენ.
ერითროციტების რაოდენობა 1მმ3
სისხლში4-5 მილიონია.
![]() |
| ჰემოგლობინი |
ლეიკოციტები
სისხლის ფორმიანი უჯრედები - ლეიკოციტები
წარმოიქმნებიან ძვლის წითელ ტვინში, ელენთასა და ლიმფურ კვანძებში. ლეიკოციტი უფერულია.
ზრდასრული ერითროციტისგან განსხვავებით, მას ბირთვი აქვს.
განასხვავებენ ლეიკოციტების ორ სახეს:
ფაგოციტები და ლიმფოციტები.
ფაგოციტებს ახასიათებთ ამებოიდური მოძრაობა,
ივითარებს ციტოპლაზმურ გამონაზარდებს-„ცრუფეხებს“, რითაც აქტიურად გადაადგილდებიან.
ეს უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც სისხლში შეჭრილი, ისე მის გარეთ მოხვედრილი
მიკროორგანიზმებისა და საერთოდ, „უცხო სხეულების“ გაუვნებლებაში. უჯრედის მიერ მკვრივი ნაწილაკებისა და მიკროორგანიზმების შთანთქმას ფაგოციტოზი ეწოდება. სწორედ ფაგოციტოზის უნარი ახასიათებთ
ლეიკოციტების ამ სახეს და ამიტომაც უწოდეს ფაგოციტები.
ანთების დროს „მებრძოლი“ ლეიკოციტები
(ფაგოციტები) „გამოძვრებიან კაპილარის კედლებიდან და იწყებენ ანთების გამომწვევი ბაქტერიების
ცრუფეხებით შთანთქვასა და მონელებას. ხშირად „თავგანწირული“ ფაგოციტი თვითონაც ზარალდება
და იღუპებიან. დაღუპული ფაგოციტები და განადგურებული უცხო სხეულები მოყვითალო-მოთეთრო
ფერის მასას-ჩირქს წარმოქმნიან. ფაგოციტები ცოცხლობენ3-5 დღე.
ლეიკოციტების მეორე სახე-ლიმფოციტები-გამოიმუშავებენ
სპეციალურ ცილებს-ანტისხეულებს, რომლებიც პლაზმაში გადადიან, უტევენ უცხო სხეულებს
ანუ ანტიგენებს და წარმატებით ანადგურებენ მათ. ლიმფოციტები ცოცხლობენ ათეული წლების
განმავლობაში.
ლეიკოციტების დაშლის ადგილს წარმოადგენს
ღვიძლი, ელენთა და აგრეთვე ის ადგილები, სადაც ანთებითი პროცესებია. მათი რაოდენობა
1მმ3 სისხლსი 6-8 ათასია.
თრომბოციტები
სისხლის ფორმიანი ელემენტების ერთ-ერთი
სახე თრომბოციტებია. მათ ბრთყელი ფორმა აქვთ, საიდანაც წარმოდგება მათი სახელი-სისხლის
ფირფიტები.. შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ფორმისა და ზომის.
თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობაა
- 5-10 დღე, წარმოიქმნებიან ძლის წითელ ტვინში და იშლებიასღვიძლში, ძვლის ტვინსა და
ელენთაში.
თრომბიციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენსისხლის
შედედებაში. სისხლძარღის კედლის მთლიანობის დარღვევის (ჭრილობის) დროს თრომბოციტები
ჭრილობის უსწორმასწორო ზედაპირს ეხება და იშლება. დაშლილი თრომბოციტიდან პლაზმაში გადადის
განსაკუთრებული ნივთიერება, რომელიც კალციუმის იონებთან და K ვიტამინთან ერთად სისხლის შედედებას იწყებენ. ამ დროს
პლაზმაში არსებული ხსნადი ცილა ფიბრინოგენი, უხსნად ცილად ფიბრინად გარდაიქმნება. იგი
ბიჭკოვანი ნივთიერებაა, მათ ბოჭკოებში იხლართებიან სისხლის უჯრედები და წარმოიქმნება
წითელი ფერის საცობი-თრომბი.. შემდეგ იწყება ჭრილობის შეხორცება.
თრომბოციტების სიციცხლის ხანგრძლივობაა
5-7 დღე. მათი რაოდენობა 1 მმ3 სისხლში 300-400 ათასია.




No comments:
Post a Comment