სსიპ-ქალაქ
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ვიოლეტა სინატაშვილმა, ამავე სკოლის
ისტორიის პედაგოგ ნონა გორდეზიანთან ერთად 2017-2018 სასწავლო წელს ჩავატარე კვლევა თემაზე: „როგორი შედეგები
შეიძლება მოუტანოს მოსწავლეს კონსტრუქტივისტული მეთოდით დაგეგმილმა საგაკვეთილო პროცესმა“
კვლევის
მიზანი იყო შეგვესწავლა კონსტრუქტივისტული მეთოდით დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესები
და მოგვეხდინა მათი ასახვა სასწავლო პროცესზე (სწავლის შედეგზე)
კვლევის
სამიზნე ჯგუფები იყვნენ: ისტორიის მასწავლებლისთვის - , მე-6, მე-8 და მე-12 კლასები;
ბიოლოგიის მასწავლებლისთვის - მე-7 და მე-11კლასები
ინტერნეტ
სივრცეში მოვიძიეთ წერილობითი წყაროები, შევისწავლეთ სპეციალისტებისა და კოლეგების
აზრი და შეფასება, კონსტრუქტივისტული მეთოდით გამოყენება-არ გამოყენების ძირითადი არსი:
კონსტრუქტივისტი მასწავლებელი არის არა ხელმძღვანელი, არამედ შემეცნებითი აქტივობისკონსულტანტი,
ორგანიზატორი და კოორდინატორი. ცოდნის შეძენის პროცესში ისე ეხმარება მოსწავლეს, როგორც
„ხარაჩოები-მშენებელს“. ამ შემთხვევაში ხარაჩოების ფუნქციას ასრულებს მასწავლებლის
მიერ დაგეგმილი აქტივობები და დანერგილი სასწავლო გარემო.
აღნიშნული
მეთოდით სწავლების დროს ახალი მასალა მოსწავლეს მიეწოდება ზოგადი ინფორმაციის სახით,
დეტალების გარეშე და ინერგება ისეთი გარემო, სადაც ბავშვი თავად ცდილობს გახსნას დეტალები
და გაერკვეს გაუგებარ საკითხში. შეკითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეს ეძლევა დრო პრობლემის
გააზრების, გაანალიზებისა და ძველ ცოდნასთან დაკავშირებისათვის, რაც ამაღლებს მის შინაგან
მოტივაციასა და თავდაჯერებულობას.
კვლევის
შედეგი გამოვიყენეთ საკუთარ პრაქტიკაში, ჩავატარეთ გაკვეთილები ზემოაღნიშნულ კლასებში
და მივიღეთ დასახული მიზნები.
კვლევის
შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ და გაუჩნდათ
თანამშრომლობის სურვილი.
2018 წლის 12 ივნისი
როგორი შედეგები შეიძლება მოუტანოს მოსწავლეს კონსტრუქტივისტული მეთოდით დაგეგმილმა საგაკვეთილო პროცესმა.
ისტორიის პედაგოგი: ნონა გორდეზიანი
ბიოლოგიის პედაგოგი: ვიოლეტა სინატაშვილი
სსიპ - ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა
ქუთაისი
2017-2018
სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი
შესავალი
თავი1. ლიტერატურის მიმოხილვა
1.1 კონსტრუქციული თეორია
1.2 დირექტიული თუ კონსტრუქციული
მოდელები?
1.3 ბრუნერის საგნის დაუფლების სამი პროცესი
1.4 მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილის დაგეგმვა
1.3 ბრუნერის საგნის დაუფლების სამი პროცესი
1.4 მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილის დაგეგმვა
თავი 2. მეთოდოლოგია
2.1 კვლევის მეთოდი
2.2 დაკვირვება და კონტენტ-ანალიზი
2.3 კვლევის შეზღუდვები
2.2 დაკვირვება და კონტენტ-ანალიზი
2.3 კვლევის შეზღუდვები
თავი 3. შედეგების ინტერპრეტაცია
3.1 დაკვირვების შედეგები
3.2 კონტენტ- ანალიზი
დასკვნა
3.2 კონტენტ- ანალიზი
დასკვნა
Ø სოციალური პრობლება: საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და მისი გავლენები სკოლის
მოსწავლეებზე.
Ø
საკვლევი საკითხი: როგორი შედეგები შეიძლება
მოუტანოს მოსწავლეს კონსტრუქტივისტული მეთოდით დაგეგმილმა საგაკვეთილო პროცესმა.
Ø სამიზნე
ჯგუფი: სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს, ქალაქ ქუთაისი მე-9 საჯარო
სკოლის: მე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-11 კლასის მოსწავლეები.(ჯამში 5 კლასი). ასევე
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება, ინტერნეტ სივრცეში არსებული გარკვეული სახის წერილობითი წყაროები, რომელშიც
პედაგოგები საუბრობენ არსებულ მეთოდზე, როგორ აფასებენ კონსტრუქტივისტულ მეთოდს და
რატომ იყენებენ , ან არ იყენებენ მას.
Ø
კვლევის მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენს, შეისწავლოს
კონსტრუქტივისტული მეთოდით დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესები, როგორი შედეგებით აისახება,
სსიპ- ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის: მე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-11 კლასის მოსწავლეებზე
კონკრეტული მეთოდი, რომელსაც ისტორიისა და ბიოლოგიის პედაგოგი იყენებს. ზოგადად როგორ
აფასებენ ქართველი პედაგოგები არსებულ მეთოდს და რა სახის მნიშვნელობას ანიჭებენ მას.
Ø
საკვლევი კითხვები: 1)
როგორ ხდება კონსტრუქტივისტული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, როგორ აფასებენ ქართველი პედაგოგები არსებულ მეთოდს?
Ø
2) როგორი
სახის მიდგომებს მოითხოვს კონსტრუკტივისტული საგაკვეთილო პროცესი და როგორ ხდება მათი
გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე?
3) როგორი შედეგებით აისახება, ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის: ე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-11 კლასის მოსწავლეებზე კონკრეტული მეთოდი, რომელსაც მათი ისტორიის პედაგოგი იყენებს?
3) როგორი შედეგებით აისახება, ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის: ე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-11 კლასის მოსწავლეებზე კონკრეტული მეთოდი, რომელსაც მათი ისტორიის პედაგოგი იყენებს?
Ø
მეთოდოლოგია: კლევის მეთოდი გამოყენებული იქნება თვისებრივი კვლევის
მეთოდები: დაკვირვება (გაუმჟღავნებელი) და კონტენტ- ანალიზი.
შესავალი
როდესაც
ჯგუფის წევრებს შორის მონდომებას მხოლოდ ერთ-ერთი წევრი იჩენს, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ეს მონდომება, მათ კარგი
შედეგის მიღება გაუჭირდებათ. საგაკვეთილო პროცესის მინდინარეობის დროსაც ასეა: როგორც არ უნდა ხსნიდეს გაკვეთილს პედაგოგი,
თუ მან ვერ შეძლო, მოსწავლეს თავისი როლი შეასრულებინოს , გაკვეთილი უინტერესო იქნება
და სასურველი მიზნის მიღწევა კი შეუძლებელი.
სპეციალისტების
აზრით, მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა შესაძლებელია სხვადასხვა დოზით მოხდეს,
ხოლო ჩართულობის ხარისხს აჩვენებს საგაკვეთილო
პროცესის გეგმა. შერი არსტეინმა მოსწავლის ჩართულობა გავკეთილზე აღწერა, როგორც კიბის
საფეხურები[1]. მისი კიბე შედგება რვა საფეხურისაგან , სადაც პირველია
მანიპულაცია, ბოლო- კონტროლი. ამ საფეხურებს განიხილავენ სამ დონედ: 1) ჩართულობის,
არ მონაწილეობის დონე, სადაც მიმდინარეობს მანიპულირება და თერაპია. 2) სიმბოლური ჩართულობის,
მონაწილეობი დონე, აქ არის ინფორმირება, კონსულტაციებიმხარდაჭერა. 3) სრული ჩართულობა,
სადაც არის პარტნიორობა, დელეგირება[2], კონტროლი.
არსტეინის კიბის სრული სახე და საფეხურთა თანმიმდევრობა კი შემდეგნაირია:
საგანმანათლებლო პროცესი რომ შედეგიანი აღმოჩნდეს,
აუცილებელია შეინიშნებოდეს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. ჩართულობაში მხოლოდ განათლების
მიღება არ იგულისხმება, ბავშვები ასევე აქტიურად უნდა იღებდნენ მონაწილეობას თანატოლთა
სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობა , სხვადასხვა სახის პროექტებში ჩართულობა,
მოსწავლეებს საშუალებას აძლევთ უნარ-ჩვევების დაუფლება განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც ასევე
გულისხმობს აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. მაღალი მონაწილეობის მისაღებად ასევე აუცილებელია
მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები, რომელსაც სკოლა შეიმუშავებს და შემდგომ
მასწავლებელი მოსწავლეებს აუხსნის არსებული რესურსების სწორად გამოყენების წესებს.
პედაგოგმა დაგეგმვის დროს ასევე უნდა გაითვალისწინოს სასწავლო პროცესში გამოხატული
ინტერესები. უნდა გააჩნდეს კონკრეტული მიზნები, თუ რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან
მოსწავლეები, რა კონკრეტულ უნარს განუვითარებს მათ და რა დამოკიდებულებები განუვიტარდებათ
მათ. სასწავლო პროცესის დაგეგმვას რამოდენიმე
დონე არსებობს: წლიური საგნის გეგმა სილაბუსი; თემატური; კვირის; გაკვეთილის. სილაბუსი
არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის განმავლობაში და როგორ.
ის აგებული უნდა იქნას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო, პედაგოგებს აძლევს გარკვეული სახის კონცეფციას[3], რომლის
მიხედვითაც უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან: რა არის მათი მიზანი ? რას ემსახურება საგაკვეთილო
პროცესის დაგეგმვა და ა.შ.
საკვლევი თემის აქტუალურობა
განათლების
სისტემაში ხშირია სხვადასხვა სახის რეფორმის გატარება, რომელიც მიმართულია სასწავლო
პროცესის პროგრესირებისაკენ, რათა ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდეს საგაკვეთილო პროცესი,
როგორც მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლისთვის. სამინისტრო, თუ მასში შემავალი აპარატები
გეგმავენ მრავალფეროვან პროექტებს, რომლის მიზანიცაა დაატრეინინგონ მასწავლებლები,
რადგან ახალ გამოწვევბს მომზადებულები შეხვდნენ.
საქართველო ჯერ კიდევ იშუშებს საბჭოთა კავშირის მხრიდან განხორციელებულ მძიმე იარებს, რომელიც რა თქმაუნდა მაკცრად და მძიმედ ეტყობოდა ქართულ განთლების სისტემას. გარკვეული დროის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში რთული პერიოდი სუფევდა , შეიძლება ითქვას, რომ განათლების სისტემა ჩამოშლილი და დისფუნქციური იყო. არ ხდეება რეფორმების გატარება, სიახლეების შესწავლა, რამაც გამოიწვია ჩამორჩენა ევროპულ და ამერიკულ განთლების სისტემასთან შედარებით. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ის კოლექტიური მეხსიერება, რომელიც საბჭოთა გადმონაშთებიდან არსებობს. ამიტომ, საზოგადოებას უჭირს და გარკვეული დროც კი სჭირდებათ სხვადასხვა სიახლეების მისაღებად. ერთ-ერთი მათგანია კონსტრუქტივისტული მიდგომა საგაკვეთილო პროცესში. კონსტრუქტივისტული მიგოდმა[4] გულისხმობს ურთიერთ სწავლებას, ერთობლივ მუშაობას. არსებული მეთოდის თანახმად მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის საგაკვეთილო პროცესის მიმართულებას, მოსწავლეებს შესალებლობა ეძლევათ, შეძლონ ფაქტების, ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია.

არსებული მიდგომის ირგვლივ არსებობს სხვადასხვა
სახის მოსაზრებები. ზოგი მიიჩნევს, რომ არ არის ეფექტური კონსტრუქტივისტული მიდგომა,
მოსწავლე ვერ ახდენს სწორად ორიენტირებას საგაკვეთილო პროცესში, რის გამოც შესაძლებელია
ინფორმაცია მიიღონ დამახინჯებული ფორმით. ნაწილი თვლის რომ კონსტრუქტივისტული მიდგომა
არის ეფექტური, ის დადებითად აისახება მოსწავლეების უნარ-ჩვევებზე და მოტოვირებულები
არიან ინტეგრირდნენ საგაკვეთილო პროცესში. სწორედ ეს არსებული მიზეზებია, რომელიც გახდა
ინიციატორი კვლევის ჩატარებისა არსებულ საკითხთან მიმართებაში.
საკვლევი კითხვები
კვლევის ძირითადი საკვლევი კითხვების რაოდენობა
შეადგენს სამს. საკვლევი კითხვების მიხედვით იქნა წარმოებული დაკვირება და ასევე კონტენტ-ანალიზიც,
რადგან სწორად მომხდარიყო იმ ინფორმაციის მიღება, რაც კვლევის მთავარ მიზეზს
წარმოადგენდა და ადეკვატურად შესწავლილიყო, თუ როგორ გავლენას ახდენს ქალაქ ქუთაისის
მე-9 საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-11 კლასის მოსწავლეებზე კონსტრუქტივისტული
მიდგომა.
საკვლევი კითხვები:
1) როგორ
ხდება კონსტრუქტივისტული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, როგორ აფასებენ ქართველი პედაგოგები არსებულ მეთოდს?
მოცემული საკვლევი კითხვა, ერთ-ერთი მთავარი შინაარის მატარებელია საკვლევ პრობლემასთან მიმართებაში. ანუ როგორ ხდება დაგეგმვა პროცესის, კვლევის მიმდინარეობისას უნდა შეისწავლოს კონსტრუქტივისტული მიდგომა და მისი შეთავაზებები, თუ რას სთავაზობს ის პედაგოგს და რამენად სწორად ახდენს შემგომ პედაგოგი შემოთავაზებული პროცესების კონვერტირებას. როგორ აფასებენ ქართველი პედაგოგები კონსტრუქტივისტულ მიდგომას და რა დადებით ან უაროფით შეფასებებს წერენ მასზე.

2) როგორი სახის მიდგომებს მოითხოვს კონსტრუქტივისტული
საგაკვეთილო
პროცესი და როგორ ხდება მათი გამოყენება ისტორიისა და
ბიოლოგიის
გაკვეთილზე?
მეორე საკვლევი კითხვით შესწავლილი უნდა იქნას, თუ რა მიდგომებს მოითხოვს კონსტრუქტივისტული საგაკვეთილო პროცესი, როგორ შეიძლება ის მოვარგოთ კონკრეტულად ისტორიისა და ბიოლოგიის გაკვეთილს, ანუ შესაძლებელია თუ არა მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე , რომ საგნის, ამ შემთხვევაში ისტორიისა და ბიოლოგიის საგაკვეთილო პროცესის დროს შენარჩუნებული იქნას საგნის ძირეული ფუნქციები და სპეციფიკა.

3)
როგორი შედეგებით აისახება, ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო
სკოლის: მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 კლასის
მოსწავლეებზე კონკრეტული მეთოდი, რომელსაც მათი ისტორიისა და ბიოლოგიის პედაგოგი იყენებს?
ამ კითხვით
გაგებული იქნება სწორედ ის ინტერესები, რომელიც ნაწილობრივ კვლევის მთავრ მიზანს წარმოადგენს. არსებული საკვლევი საკითხი პედაგოგს შესაძლებლობას
აძლევს, შეისწავლოს ის მიზეზები თუ რა ხდის
კონსტრუქტივისტულ მიდგომას დადებით ან უარყოფით მეთოდად და როგორ გავლენას ახდენს ის
ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის: მე-6, მე-7, მე-12, მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეებზე,
როდესაც ისტორიისა და ბილოგიის პედაგოგები მათ სთავაზობენ კონკრეტულად ამ მიდგომას.
თავი
1. ლიტერატურის მიმოხილვა
1.1 კონსტრუქტივისტული თეორია
კონსტრუქტივისტული თეორიის ფუძემდებლებად მოიაზრებიან, შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე და რუსი მეცნიერი ლევ ვიგოტსკი. ისინი თვლიან, რომ მოსწავლეები თვითონ ახდენენ ცოდნის კონსტრუქტირებას და ამაში მათ მასწავლებლები ეხმარებიან, და კონსტრუქტივისტული აზროვნების განვითარება მნიშვნელოვანია. მასწავლებელი მოსწავლეს უჩვენებს მიმართულებას, თუ რა გზით უნდა იაროს, ხოლო უკვე ამ გზაზე მოსწავლე დამოუკიდებლად გადაადგილდება. არსებული თეორიები ასევე მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ საკითხებს, რომელიც სოციალურ ხასიათზე მიუთითებს. ვიგოტსკი სწორედ სოციალურ ხასიათს უსვამდა ხაზს და ამბობდა, რომ მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ მოზარდებთან და მათზე უფრო კომპეტენტურ თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებით. კონსტრუქტივისტულ მიდგომაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლდინგი.[5] მასწავლებელი კულტურული აგენტის როლს ირგებს, ის მოსწავლეს აძლევს მითითებებს ეხმარება და დროთა განმავლობაში კი დახმარების გაცემას წყვეტს, რადგან მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს დავალებების შესრულება.

ამერიკელი
ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან საფუძველი
ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას. მისი თეორიის თანახმად, სწავლა არის მუდმივი აქტიური
პროცესი, სადაც მოსწავლეები თავიანთ არსებულ ცოდნებსა და გამოცდილებზე ქმნიან ახლა
იდეებსა და კონცეფციებს. მოსწავლეები ირჩევენ ინფორმაციებს, ექმენებათ გარვეული შეხედულებები,
ღებულობენ გადაწყვეტილებებს და იყენებენ შესწავლის ფუქნციებს. ბრუნერი მიიჩნევს, რომ „მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს:
(1) სწავლებისადმი წინასწარი განწყობა;
(2) სწავლება ისე უნდა იყოს აგებული, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები იყოს;
(3) საჭიროა არსებულ მასალაში თანმიმდევრობის პრინციპის დაცვა;
(4) საჭიროა წახალისება-დასჯის მეთოდების სწორი გამოყენება.
ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
1. სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ათვისებისათვისაც მოსწავლე მზადაა.
2. სწავლების სტრუქტურა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსწავლისათვის (სპირალური ორგანიზება).
3. სწავლება ხელს უნდა უწყობდეს „ექსტროპოლაციას“ ანუ ის უნდა ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ „ნაპრალებს.“[6] ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენით სწავლას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კონსტრუქტივისტული მეთოდის დროს და წარმოდგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცნებების დაუფლება და მოახდინოს ლოგიკური ბმა არსებულსა და მოხმდარს შორის. ბავშვებმა სქმეების დახმარებით უნდა შეძლონ იმ ინფორმაციების შესვება , მაგალითად რაც პედაგოგს გამორჩა.
პიაჟე და ვიგოტსკი თვლიან, რომ მოსწავლე სწავლის პროცესის დროს აქტიური სუბიექტია და არა ინფორმაციის პასიური მიმღები. აქტივობები დაფუძნებული უნდა იყოს ყოველდღიურად წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებულ მასალებზე. მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმაციები. პედაგოგი მოსწავლეს აძლევს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას, რათა შეაფასოს საგაკვეთილო პროცესების მიმდინარეობა.მოდელირების დროს მასწავლებელი უხნის მოსწავლეებს, თუ რატომ აირჩია ამოხსნის ეს გზა და ყურადღებას უმახვილებს მნიშვნელოვან მომენტებზე. „ხარაჩოს მეთოდი“, იგივე სკაფოლდინგი, როდესაც მასწავლებელი რთულ დავალებას უსახავს მოსწავლეს, თავდაპირველად ინტეგრირებულად მუშაობენ არსებულ დავალებაზე და დროთა განმავლობაში მასწავლებელი ამცირებს დახმარებას. რეფლექსია არის მეთოდი, როდესაც მოსწავლეები სწავლობენ კრიტიკულ ანალიზს , ისინი თავიანთ ნაშრომებს ადარებენ თანაკლასელების ან ექსპერტის ნაშრომებს, რა დროსაც მსჯელობენ და გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს. თანამშრომლობის დროს მოსწავლეებში ყალიბდება სოციალური მხარეები, ერთამენთთან ურთიერთობებით ხდება ცოდნის გაზიარება. მოქნილობის დროს საგაკვეთილო პროცესი იცვლება შესაბამისი მდგომარეობის მიხედვით, არ არის აუცილებელი თითეული ნაბიჯი მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს გაწერილი. [7]

1.2 დირექტიული თუ კონსტრუქციული მოდელები ?
დირექტიული
მოდელი ცენტრირებულია პედაგოგზე. ამგვარი სწავლების დროს, ინფორმაციის მთლიან მარაგს მოსწავლეს აწვდის მასწავლებელი. ის ცდილობს რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის
გადაცემა შეძლოს მოსწავლისათვის და ამით გარდაქმანს ის. დირექტიული სწავლება წარმოადგენს ბიჰევიორისტული[8] სწავლების
მეთოდს. მასწავლებელი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ირჩევს სასწავლო მასალას, განსაზღვრავს
გაკვეთილის ტემპს, ამომწებს მოსწავლეთა საპასუხო რეაქციებს და ამ შემთხვევაში მასწავლებელი
არის, როგორც გადამცემი, შემფასებელი, ასევე მაკონტროლებელიც. „ასეთი სწავლება
მასწავლებელს უადვილებს
გაკვეთილის ახსნას
და სწორად
წარმართვას. თავისთავად
ეს პროცესი
არის ლოგიკური,
გასაგები, სწორხაზოვანი
და ეფექტიანიც,
რადგან ხდება
კარგად სტრუქტურირებული
სასწავლო მასალის
გადაცემა მოსწავლეებისათვის
და უნარ-ჩვევათა გაწრთვნა
ინდივიდუალური გეგმით.
სწავლების ეს ფორმა განსაკუთრებით
ნაყოფიერია ისეთი
მოსწავლეებისთვის, რომლებიც
ნაკლებად გამოირჩევიან
შემოქმედებითი აზროვნების
უნარით და უფრო მეტად
მიწოდებული მასალის
დამახსოვრებისკენ აქვთ
მიდრეკილება. ბიჰევიორისტი
მასწავლებელი ზუსტად
აღწერს რა უნდა გააკეთონ
მოსწავლეებმა; ასევე
ზუსტად იცის
როგორ შეაფასოს
მიღწეული შედეგები;
ჩამოთვლის შემოწმებისა
და შეფასების
კრიტერიუმებს. მაგ. მისცემს ტექსტს
დასამუშავებლად, შემდეგ
აძლევს ზუსტ
ინსტრუქციას რა უნდა გააკეთონ:
"წაიკითხე ტექსტი
და ასო “ფ”-თი აღნიშნე რომელია
მასში ფაქტი
და ასო “მ”-თი - რომელია მოსაზრება";
მიუთითებს, რომ 75% უნდა იყოს
სწორად შესრულებული,
რომ ჩაეთვალოს
სამუშაო შესრულებულად.“[9] ბიჰევიორისტულ მიდგომას ასევე გააჩნია სუსტი მხარეებიც.
ამ მიდგომით მასწავლებელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მოსწავლეს ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ
სწავლებაში. შესაძლებელია ასევე, ის უამრავი
ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლე გაკვეთილზე იღებს, ვერ შეძლოს ფაქტებისა და ცნებების
ურთიერთკავშირი, ამ შემთხვევაში ინფორმაცის მიწოდება არ არის საკმარისი და შედეგი არ
იქნება ეფექტური. ბევრი მეცნიერი აკრიტიკებს სწავლის ბიჰევიორისტულ მიდგომას, თუმცა
ის დღესაც ერთ-ერთ აქტუალურ მიდგომად რჩება განათლების სიტემაში.
რა თქმა
უნდა გასნხვავება თვალსაჩინოა კონსტრუქციულ და დირექტიულ მიდგომებს შორის. ერთმანეთის
საპირისპირო მიდგომებს სთავაზობენ პედაგოგებს. მასწავლებელმა უნდა შეძლოს დაკვირვება
ორივე მეთოდზე და შედეგებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რომელი მიდგომა
ამართლებს და რომელი ეხმარება მოსწავლეს ეფექტურ სწავლებაში.
1.3 ბრუნერის საგნის დაუფლების სამი პროცესი.
1.3 ბრუნერის საგნის დაუფლების სამი პროცესი.
1.
ახალი
ინფორმაციის მიღება. ახალი ინფორმაციის მიღება
ყოველთვის უკავშირდება ძველ ცოდნას. ისინი ავსებენ ერთმანეთ ან სულაც უპირისპირდებიან.
2.
ცოდნის
ტრანსფორმაცია. მოსწავლე სწავლობს ინფორმაცვიის ანალიზს, აწესრიგებს მიღებულ ინფორმაციას
და ახდენს ფაქტების დაკავშირებას. ის ცოდნას
იყენებს ახალი ამოცანების გადასაჭრელად.
3.
შემოწმების
პროცესი. ამ ეტაპზე მოწმდება: თუ რამდენად ადეკვატურად ვეპყრობით ინფორმაციას, სწორია
თუ არა ჩვენს მიერ გამოტანილი დასკვნები, ვაანალიზებთ რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს
ამ ყველაფერმა და რა კითხვებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა.
ბრუნერის
აზრით, ამ სამ პუნქტს უნდა მოიცავდეს ნებისმიერი თემის სწავლება. როდესაც პედაგოგი
ახალ თემას ხსნის მან უნდა გამოიყენოს: ინფორმაცია, ტრანსპორმაცია და შემოწმების მეთოდი.
„ჯ. ბრუნერი სვამს კითხვას: შეიძლება თუ არა, ასე მოვიქცეთ და იქნება თუ არა მართებული, ბავშვებს თავდაპირველად მივაწოდოთ მინიმალური ინფორმაცია და აღვუძრათ მათ ისეთი ცნობისმოყვარეობა, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვითონვე გამოიტანონ დასკვნების მაქსიმუმი? ერთმა ისტორიის მასწავლებელმა ამ მეთოდით დიდ წარმატებას მიაღწია მეოთხეკლასელებთან. ის გაკვეთილს იწყებდა მოსწავლეებისთვის მხოლოდ ერთი ფაქტის მიწოდებით: ცივილიზაციათა უმეტესობა ჩაისახა დიდი მდინარეების ნოყიერ ნაპირებზე. ამის შემდეგ კლასში იმართება დისკუსია იმის შესხებ, რატომ არის ასე და რატომ იყო ნაკლები ალბათობა, ეს ცივილიზაციები მთიან ადგილებში ჩასახულიყო. საკითხის ასე დასმა ეფექტურია იმით, რომ ბავშვი თვითონვე მოიპოვებს ინფორმაციას, თვითონვე ამოწმებს მას და აფასებს, რამდენად სწორია მისი საკუთარი დასკვნები. ეს ერთი მაგალითია. სხვა შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ხერხი, – წერს ბრუნერი. ეს არის სწავლა აღმოჩენების გზით, რომელიც კონსტრუქტივისტული თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენით სწავლა მოიცავს ცოდნის ინდივიდუალურ მოპოვებას. ბრუნერი აღმოჩენით სწავლის აქტიური დამცველია. მას ასევე მიაჩნია, რომ მოსწავლეებს კონკრეტული და რეალური პროცესები უნდა გავაცნოთ. მაგ., ისტორიის სწავლებისას აჯობებს, მათ მოინახულონ ისტორიული ძეგლები (ხიდები, შენობები, სამუზეუმო ექსპონატები), ვიდრე იკითხონ ინფორმაცია ისტორიულ ფაქტებზე მხოლოდ იმისთვის, რომ დაიზუთხონ და შემდეგ პასუხი გასცენ ამ ფაქტებთან დაკავშირებულ კითხვებს. აღმოჩენა ეფექტიანია, როცა მას მასწავლებელი მართავს: მასწავლებელი გეგმავს და აძლევს მოსწავლეებს ისეთ დავალებებს, რომლებიც მათ მანიპულირებისა და გამოკვლევის შესაძლებლობას მისცემს. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით იძენენ პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევებს. ადამიანები თვითონვე ვქმნით რეალობის საკუთარ ვერსიას, ჩვენვე აღმოვაჩენთ ჩვენსავე აზრებს, – ამბობს ბრუნერი და იქვე მიუთითებს, რომ სკოლისა და მასწავლებლის დანიშნულებაა სწავლისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს აღმოჩენას. ასეთ გაკვეთილებზე მასწავლებლები აღწევენ იმას, რომ ბავშვს აღეძრას სხვა ამოცანებზე გადასვლის მძაფრი სურვილი. ამ მიზნით იყენებენ მოტივაციის სხადასხვა ფორმას, უმეტესად – შინაგანს (ბავშვის ძლიერი სურვილი, გამოსცადოს საკუთარი ძალები, იგრძნოს რთული სამუშაოს შესრულებით გამოწვეული კმაყოფილება და სხვა). ჯ. ბრუნერი მიიჩნევს, რომ თუ შინაგანი წახალისების ნაცვლად გამოყენებულ იქნება გარეგანი მოტივაცია, ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს შემეცნებითი ინტერესების განვითარებაზე. ბრუნერის თეორიაში აღმოჩენის ცნება მოიაზრებს კატეგორიების, უფრო ხშირად კი კოდირების სისტემის ფორმირებას.”[10]

ბრუნერმა
ჩამოაყალიბა სწავლების სამი მთავარი პრინციპი:
1.
სწავლება
უნდა ეყრდნობოდეს იმ გამოცდილებას და კონტექტს, რომელიც მოსწავლეს გაუღვიძებს სწავლის
სურვილსა და შესაძლებლობებს .
2.
სწავლების
პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ხელი შეუწყოს არსებულ ცოდნაზე ახლის აგებას და თან
შეავსოს ცარიელი, გამოტოვებული ადგილები საჭირო ინფორმაციით.
3.
სწავლება
ისე უნდა აიგოს, რომ ადვილი გასაგები და საინტერესო იყოს. (სპირალური სასწავლო პროგრამა)[11]
ბრუნერი, ლევ ვიგოტსკისთან და ჯონ დიუსთან ერთად,
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა, რომელმაც სწავლისა და ცოდნის სფეროში კონსტრუქტივისტული
მიდგომა შემოიტანა. ეს ნიშნავდა მასწავლებლის როლის დეცენტრალიზაციას და კონცენტრაციას
ბავშვზე, როგორც ცოდნის შემქმნელზე მოცემულ კონტექსტში.
1.4 მოქნილი და შემოქმედებითი
გაკვეთილის დაგეგმვა
კონსტრუქტივისტული საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთი
პლუსი არის მოქნილობა. მასწავლებელი ისე გეგმავს გაკვეთილს, რომ მოსწავლეებმა თავად
შეძლონ საგნებს შორის კავშირის დამყარება, ცოდნის აგება და სიახლეების მოძიება, რაც
ზრდის მოსწავლეების აქტივობას საგეკვეთილო პროცესში. პედაგოგი სანამ გაკვეთილის დაგეგმვას
დაიწყებს, კარგად უნდა გაიაზროს გაკვეთილის ფაზები. მასწავლებლის მიზანია, მოცემული
საკითხის მიმართ გააღვივოს მოსწავლეების ინტერესი, განცდები და შთაბეჭდილებები. მოსწავლეები ფიქრობენ, თუ რა იციან ახალი თემის
შესახებ და აკავშირებენ მას დაგროვილი ცოდნის ფაზებთან. „ამ ეტაპის უპირველესი ამოცანაა საწყის ფაზაზე აღძრული მოტივაციის შენარჩუნება და განმტკიცება; რეფლექსიისა და შეჯამების ფაზაზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა.“[12] მასწავლებელმა
ასევე უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ მეთოდს გამოიყენებს გაკვეთილის სტრუქტურირებისათვის.
პირდაპირი სწავლების სტრატეგიის დროს, მთავარი აქცენტი კეთდება მასწავლებლის როლზე.
(მაგ: ლექციური ტიპის გაკვეთილი), არაპირდაპირი სწავლების სტრატეგიის დროს, მოსწავლე
აქტიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში, განიხილება სხვადასხვა თემები და ეწყობა დისკუსიები.
უნდა მოხდეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესი ინდუქციურად თუ დედუქციურად
ანუ ზოგადიდან კონკრეტულისკენ ან საპირისპიროდ.
კიდევ რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?
კიდევ რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?
1. მოსწავლეთა სასწავლო წინაპირობის გათვალისწინება – ინდივიდუალური უნარები, ოჯახური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტური, ემოციური, ფსიქო-მოტორული, ენობრივი, სოციალური და სხვ.
2. ჩარჩოპირობების გათვალისწინება – სამართლებრივი, ინსტიტუციონალური, ადგილობრივი, დროითი და ა.შ. მონაცემები.
3. სასწავლო გეგმებზე ორიენტაცია;
4. სასწავლო და აღმზრდელობითი მიზნების ერთობლიობა;
5. მიზნებსა და შედეგებზე ორიენტაცია;
6. ძირითადი პუნქტების გამოყოფა;
7. სასწავლო სტრატეგიების დიფერენცირებული გამოყენება;
8. მრავალმხრივი მეთოდების გამოყენება;
9. რესურსების შერჩევა და მისი მომზადება;
10. სოციალური ფორმების შერჩევა (ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილური);
11. მოსწავლეებისათვის ახალ-ახალი სასწავლო შანსების შეთავაზება;
თავი 2. მეთოდოლოგია
2.1 კვლევის მეთოდი
კვლევის სფეროსა და საკვლევი თემიდან გამომდინარე
შეირჩა თვისებრივი კვლევის მეთოდი. არჩეული მეთოდოლოგიის მიზანია ჩატარებული კვლევის
დეტალური არწერა.
კვლევისათვის დამახასიათებელია დააკავშიროს ერთამანეთთან
თეორიები და ემპირიული კვლევები, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხების შესწავლის
მიზნით. წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს,
ახალი ცოდნის მიღებას სოციალური სინამდვილის შესახებ. ეხმაურება ფართო საზოგადოების
ინტერესებს, რაშიც თვისებრივი კვლევის მეთოდი დაეხმარება. კონკრეტული მეთოდი, არის
ნაკლებადფორმალიზებული. კვლევის დაწყებამდე შემუშავებული იქნა დიზაინი, რადგან სწორად
მომხდარიყო საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება და სამიზნე ჯგუფის შერჩევა. რატომ თვისებრივი კვლევა? იმიტომ, რომ ის საშუალებას იძლევა მოხდეს აღწერითი გამოკვლევა, მისი მიზანია გარკვეული პრობლემის შესახებ მიიღოს ვრცელი ინფორმაცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დაადგინოს არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ პრობლემის სხვადასხვა ელემენტებს შორის.
კვლევის მიზანს წარმოადგენს, დაადგინოს, თუ
რა გავლენას ახდენს ქ.ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-11
კლასის მოსწავლეებზე კონსტრუქტივისტული მიდგომა. როგორ აისახება მათზე არსებული საგაკვეთილო
მიდგომა. მასწავლებლისათვის საინტერესო იყო დაენახა თუ როგორ რეაგირებდნენ მოსწავლეები
კონკრეტული მეთოდით სწავლების დროს. არიან თუ არა ისინი აქტიურად ჩართულნი საგაკვეთილო
პროცესში და რამდენად პასუხობს კონსტრიქტივისტული
მიდგომის მოთხოვნებს კლასებში არსებული სასწავლო პროცესი.
2.2 დაკვირვება და კონტენტ-ანალიზი
დაკვირვება ფართოდ გამოყენებადი მიდგომაა სოციალურ მეცნიერებაში. მისი დახმარებით შესაძლებელია, ვიკვლიოთ სხვადასხვა სოციალური ქცევები, მიკრო ან მაკრო სოციალური ჯგუფები, სადაც დაკვირევბით შეგვიძლია შევისწავლოთ თუ როგორ ხდება სხვადასხვა საქმის გადანაწილება ადამიანებში, რა მნიშვნელობებს ანიჭებენ სხვადასხვა საკითხებს, როგორ აისახება მათზე მიმდინარე მოვლენები, როგორ ახდენენ ერთამენთთან ურთიერთობასა და სოციალიზაციას. „დაკვირვების მეთოდის თეორეტიკოსები, კერძოდ, ჰ.რ ბერნადრდი, ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ დაკვირვების ამოცანა ძალზედ იოლია მისთვის უცხო კულტურაში მუშაობის დროს; ეს ამოცანა მნიშვნელოვნად რთულდება, როდესაც მას მშობლიურ კულტურაში უწევს დაკვირვების განხორციელება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მშობლიურ კულტურაში ჩვენ „ბუნებრივად“ აღვიქვამთ და ჩვეულებრივად გვეჩვენება მოქმედებისა და რეაქციების უმრავლესობა, რომელიც მრავალ კითხვას წარმოშობენ თუ მათ მიუკერძოებელი თვალით შევხედავთ; ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტი კი შეიძლება საერთოდ ყურადღების გარეშე დაგვრჩეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მიჩვეულები ვართ მათ.“[14] დაკვირვების ერთ-ერთი დადებითი მახასიათებელი არის ბუნებრივი გარემო, რადგან ის ხორციელდება რეალურად მოქმედების პროცესში.
პედაგოგი, რომელიც წარმოადგენს არსებული საკვლევი სამიზნე ჯგუფის თანამშრომელს, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ყოფილიყო ობიექტური დაკვირვების პროცესში, რადგან თავიდან აეცილებინა შიდა ვალიდობის საფრთხე. ცდილობდა მიმდინარე ვითარებისთვის შეფასებები გაეკეთებინა, როგორც უცხოს პოზიციიდან. დაკვირვება მიდმინარეობდა ოთხი თვის განმავლობაში. არსებობდა სლოკაცია ( საკლასო ოთახები) სადაც ხდებოდა დაკვირევბა, საგაკვეთილო პროცესის დროს და პედაგოგი აწარმოებდა ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჩანაწერებს, რომელიც ეხმარებოდა ინფორმაციის შეგროვებაში.
ტერმინი
კონტენტ-ანალიზი წერილობითი წყაროებისა და
მონაცემების შეჯამებასა და დეტალურ ანალიზს გულისხმობს. ის შეუმჩნეველი მეთოდია, ადამიანებს
სხვებისგან დამოუკიდებლად შეუძლია დაკვირვების წარმოება. მიდგომის დასაწყებად, ირჩევა ტექსტები, რომლეთა
ანალიზიც ხდება, სხვადასხვა სიტყვებსა და წინადადებებს ენიჭება კოდები , რომლის მიხედვითაც
იწერება შეჯამება და ანალიზი. არსებული კვლევის ფარგლებში მოხდა იმ საიტების, ბლოგებისა
და სტატიების დაკვირვება, რომელსაც ქართველი პედაგოგები წერენ. ყურადღება მახვილდებოდა
კონსტრუქტივსტული მიდგომის შესახებ თუ რა მოსაზრებები გააჩნდათ, როგორ აფასებდნენ არსებულ
მეთოდს და რა რჩევებს გასცემდნენ სხვა პედაგოგების დასახმარებლად.
2.3 კვლევის შეზღუდვები.
კვლევას თან ახლდა გარკვეული სახის შეზღუდვები, რომლებიც ხელის შემშლელ ფაქტორებად შეიძლება იქნას მიჩეული. პირველ რიგში დროის
ფაქტორი, რომელიც მოიცადვა დაკვირვების ოთხ თვეს , შეიძლება ჩაითვალოს რომ არსებული
დრო არ არის საკმარისი. ერთ-ერთ შეზღუდვას წარმოადგენდა ასევე, პედაგოგის ურთიერთობა
სამიზნე ჯგუფთან, რადგან პედაგოგიც მათი სოციალური ჯგუფის წარმომადგნელია, თუმცა მაქსიმალურად
გამახვილდა ყურადღება ობიექტურობაზე, რათა კვლევის ვალიდურობას საფრთხე არ შექმნოდა. ასევე ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა იყო, ის რომ არსებულ
საკვლევ საკითხზე არ არსებობს ჩატარებული ემპირიული კვლევა, რომლის შედეგების მოშველიებაც
შესაძლებელი იქნებოდა, აქედან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული საკითხი საჭიროებს
დამატებით კვლევას, რადგან მოხდეს სიღრმისეული შესწავლა, რის შემდგომაც განათლების
სამინისტრო განახსორციელებს სხვადასხვა სახის პროგრამეს.
კვლევას პრეტენზია არ აქვს რეპრეზენტატულობაზე,
რადგან პირველ რიგში ის არის თვისებრივი მეთოდი ჩატარებული და ასევე შესავლილია მხოლოდ
ლოკალურ დონეზე, (ქ.ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის 5 კლასის შედეგები, ისტორიისა და ბიოლოგიის
გაკვეთილზე) ამიტომ შეუძლებელია მისი განზოგადება ფართო პოპულაციაზე.
თავი 3. შედეგების ინტერპრეტაცია
3.1 დაკვირვების შედეგების
დაკვირვება მიმდინარეობდა ქ. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის
ხუთ კონკრეტულ კლასში ისტორიისა და ბიოლოგიის საგაკვეთილო პროცესის დროს, რომელსაც
ხუთივე კლასში ერთი და იგივე პედაგოგები უძღვებოდნენ. მასწავლებელი დაკვირვებას აწარმოებდა
ოთხი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რა
დროსაც ხდებოდა საველე ჩანაწერების წარმოება , რადგან გამარტივებულიყო დაკვირვების
შედეგების ინტერპრეტაცია და მიღებული მოანცემების გაბნევა არ მომხდარიყო.
დაკვირვებამ აჩვენა , კონსტრუქტივისტული საგაკვეთილო პროცესი, რომ ეფექტური აღმოჩნდეს, საჭიროა კლასში მყოფი მოსწავლეების უმრავლესობა აქტიურად ჩაერთოს მასში. გამოიჩინონ ინტერესი, სურვილი ჰქონდეთ სიახლეების შესწავლისა და გამოიყენონ ძველი ცოდნა, აქედან გამომდინარე შედეგები გვიჩვენებს, რომ საჭიროა მოსწავლეს გააჩნდეს მყარი ბაზისი და ზოგადი განათლება, რათა მარტივად შეძლოს უნარ-ჩვევების განვითარება და არ ჩამორჩეს კლაის სხვა მოსწავლეებს. კონსტრუქტივისტულმა მიდგომამ , რომ თავისი მიზნები განხორციელოს, საჭროა ყველა მასწავლებელი იყენებდეს მას, რადგან მოსწავლეები მიეჩვიონ კონკრეტული მიდგომებით მუშაობა, რადგან რთულია სხვადასხვა მეთოდებით მუშაობა და ეს მათზე არ აისახება სასარგებლოდ.

შედეგები
გვიჩვენებს, რომ ისტორიისა და ბიოლოგიის გაკვეთილი ეფექტური და სასიამოვნო არის მოსწავლეებისათვის,
რადგან ისინი აქტიურად არიან გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩართული, პედაგოგთან ერთად
მუშაობენ , არ აქვთ გაკვეთილზე მოდუნების საშუალება, რადგან ეტაპობრივად გაკვეთილის მსვლელობის დროს იცვლება სამუშაო გარემო,
რაც მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამუშაო გარემოს სთავაზობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ასევე ვავალებდით მოსწავლეებს სხვადასხვა ახალ საკითხებთან
დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებასა და გაკვეთილზე პრეზენტაციის წარდგენას, რაც მოსწავლეებში
ხელს უწყობდა ინფორმაციის მოძიების ცოდნას, თუ რომელი წყარო უნდა გამოეყენბენიათ და
როგორ უნდა ემუშავათ სასურველი ინფორმაციის მისაღებად. კონკრეტული მიდგომა ასევე შესაძლებლობას
აძლევდა მოსწავლეებს ერთამენთისგან გაეგოთ სიახელეები და არარსებული ცოდნა გარკვეული საკითხების მიმართ შეევსოთ სასარგებლო ინფორმაციით.
ასევე ვაკვირდებოდით
მოსწავლეები, რამდენად აქტირუობდნენ და ცდილობდნენ თუ არა საკუთარი აზრების გამოთქმას. შედეგებიდან ჩანს
, რომ მოსწავლეები ხშირად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, საკითების მიმართ, რითიც
მათ უყალიბდებად არგუმენირებული მსჯელობის უნარი. თავიანთ შეხედულებებს სხვადასხვა
მაგალითებით ამყარებნენ, რაშიც ხშირ შემტხვევაში განვლილ საგაკვეთილო მასალებს იყენებდნენ,
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მხოლოდ შეფასების გამო არ არის ნასწავლი
გაკვეთულები, მოსწავლეებთ შესწევთ იმის ძალა, რომ დაგროვილ ცოდნაში ორიენტრიბეა მოახდინონ და სწორად აკონვენტირონ
მიღებული ინფორმაციები.
დაკვირვებამ
ასევე აჩვენა ისიც, რომ მოსწავლეები , რომლებიც ნაკლებ დაინტერესებული არიან საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა და არ არიან აქტიურები შესაძლოა მათი გარიყვა მოხდეს გაკვეთილის
მიმდინარეობისას, რის გამოც პედაგოგმა განსხვავებული მიდგომები უნდა გამოიყენოს მათ
მიმართ, რათა დააინტერესოს ახალი მასალით და არ მოხდეს მათი ჩამორჩენა .
კონსტრუქტივისტული
საგაკვეთილო პროცესი, უფრო ეფექტური იქნება კლასებში სადაც მოსწავლეების რაოდენობა
მცირერიცხოვანია, რადგან ყველა მოსწავლეს ერთი და იგივე დრო დაუთმოს პედაგოგმა. ასევე
კონკრეტული მიდგომა მოითხოვს სასურველი ინფრასტრუქტურით აღჭურვასა და მოსწავლეების
გადამზადებას ტექნოლოგიურ და აკადემიურ საკითებში, რათა მათ შეძლონ მარტივად მუშაობა
ინტერნეტში, სახელმძღვანელოებში , რათა სწორად მოახდინონ წყაროების მითითება და ტერმინების
ოპერაციონალიზაცია.
3.2 კონტენტ- ანალიზი
კონტენტ- ანალიზის ფარგლებში მოხდა რამოდენიმე სტატიისა
და სტატიის შემდგომ დაწერილი კომენტარების
განხილვა, სადაც შეფასებებს აკეთებდნენ საქართველოს სკოლებში დასაქმებული პედაგოგები. სტატიების დასახელება არ მოხდება , რადგან დაცული
იყოს ავტორის უფლებები. განხილულ ოთხ სტატიაში
პედაგოგები წერდნენ თუ რატომ იყენებ კონსტრუქტივისტულ
საგაკვეთილო პროცესს, რა დადებითი შედეგები აქვს მათ, და როგორ აისახება ყოველივე ეს
მოსწავლეებზე.
განხილულ სტატიებში პედაგოგები წერდნენ, რომ აქტირუად იყენებდნენ კონსტრიქტივსტულ მიდგომას , რადგან მოსწავლეები აქტირუად იყვნენ საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი და მთავარ როლში მხოლოდ პედაგოგი არ არის, საერთო სურვილებითა და ინტერესებით ხდებოდა გაკვეთილების დადგემვა, რაც ეფექტურ შედეგებს იძლეოდა. პედაგოგები წერდნენ, რომ იყენებნდენ სხვადასხვა სახის აქტივოებსა და თამაშობებს, რაც მოსწავლეებს არ აძლევდათ იმის საშუალებას რომ დაღლილიყვნენ ანუ მობეზრებოდათ გაკვეთილზე ყოფნა.

ასევე ერთ-ერთ
სტატიაში პედაგოგი წერდა, რომ არსებულ მიდგომას დაბალ კალსებში იყენებს, რადგან პატარებს
გამოცდილება აქვთ კონკრეტული მიდგომით მუშაობისა, ხოლო მაღალ კლასებში უფრო სიახლეს
წარმოადგენს , რის გამოც უჭირთ შეგუება და სრულიად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
პედაგოგები
საუბრობენ, რომ არსებული მიდოგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევთ, იყვნენ აქტიურები,
მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია, როგორც პედაგოგებიდან ასევე თანატოლებისაგან და გაიუმჯობესონ
უნარ-ჩვევები.
სტატიების
ქვემოთ რამდენიმე, კომენტარიც ეწერა, სადაც მშობლები დადებით შეფასებას აკეთებნენ კონსტრუქტივისტულ
მიდგომაზე. ისინი პედაგოგებს უწერდნენ რომ ძალიან კკმაყოფილები იყვნენ ამგვარი მუშაობით,
რადგან მიჩნდათ რომ ყოველივე ეს დადებით გავლენას ახდენდა მათ შვილებზე და ყურადღებას
ამახვილებენ იმაზეც, რომ მათ საგანს უფრო დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ.
დასკვნა
კვლევის შედეგები გვაძლევს შესაძლებლობას, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქალაქ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8, მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებზე დადებით გავლენას ახდენს კონსტრუქტივისტული საგაკვეთილო პროცესი ისტორიისა და ბიოლოგიის სწავლებისას, რადგან მიღებული მონაცემები გვამცნობს, რომ კონკრეტული კლასის მოსწავლეები არიან ბევრად აქტიურები, ვიდრე სხვა კლასის მოსწავლეები, სადაც პედაგოგი არ იყენებს კონსტურქტივისტულ მიდგომას. ერთ კლასში არ ვიყნებდით კონსტურქტივისტულ მიდგომას, რადგან შედარების შესაძლებლობა გვქონოდა. არსებულ კლასში უფრო მოდუნებულია სწავლების მეთოდი და ერთფეროვანი გაკვეთილები ტარდება, რაც იმდენად ეფექტური არ არის, როგორც კონსტრუქტივისტულ მეთოდში ჩარული მოსწავლეების შედეგები.
კონკრეტული
მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს,
რადგან ხედავენ ისინი , რომ გაკვეთილზე მხოლოდ მასწავლებელი არ არის მთავარი და ყველას
თანაბარი შესაძლებლობები გააჩნია. მათ უჩნდებათ მსჯელობის სურვილი, პატივს სცემენ განსხვავებულ
მოსაზრებებს, და ასევ ცდილობენ არგუმენტირებულად
დაასაბუთონ საკუთარი შეხედულებები საკითხების
მიმართ.
თუ თითოეულ
ეტაპს სწორად გაივლის პედაგოგი, კონსტრუქტივისტული მიდგომა იმ შედეგს გამოიღებს, რომელსაც
ის თავის თავში გულისხმობს. რა ინფორმაციასაც გვაწვდიან მისი შექმნელები, არის ასრულებადი, საინტერესო, როგორც პედაგოგებისათვის
ასევე მასწავლებელთათვის, რომელიც დადებით როლს თამაშობს მოსწავლეების განვითარებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN
1512-4487,- აპრილი, 2007
ბიევიორული თეორია.
http://tpdc.ge/uploads/banners/bihevioraluri_teoria.pdf
ბრუნერი ჯერომ . აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში. http://mastsavlebeli.ge/?p=1852
„გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა
მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“.
http://mastsavlebeli.ge/?p=1915
„განვითარებისა
და სწავლის თეორიები“ http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=119
ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN:
978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN:
978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
ზურაბიშვილი თინათინ.
თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში. თბილისი
2006
მასწავლებლის წიგნი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი 2016.
საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/sascavlo%20procesis%20dagegmva.pdf
სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/sascavlo%20procesis%20dagegmva.pdf
„სკაფოლდინგი- მოსწავლეთა წარმატების საწინდარი“ https://www.youtube.com/watch?v=We5lKBwMG9Q
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN
99928-926-9-2 : [ფ.ა.]
[1]
„გაკვეთილის
პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“. http://mastsavlebeli.ge/?p=1915
(ნახვის დრო: 12/9/2017)
[2] ლათინურად „გაგზავნას“ ნიშნავს. დელეგირებისას საქმეს სხვა ადამიანს „უგზავნით“. ეფექტიანი დელეგირება არა მხოლოდ იმის საშუალებას მოგცემთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და პრიორიტეტულ საქმეებს, არამედ თქვენი გუნდის წევრებს ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება. სწორი დელეგირების უპირატესობა ისაა, რომ მუშაობის ეფექტიანობა და თანამშრომელთა მოტივაცია იზრდება, ამავდროულად, გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევები ვითარდება. საპირისპიროდ, ცუდი დელეგირების ნიშნებია ის, რომ გუნდის მოტივაცია დაქვეითებულია, გუნდის წევრები დათრგუნულები და დაძაბულები არიან, ხშირია კონფლიქტები თანამშრომლებს შორის. არსებობს დელეგირების რამდენიმე უმთავრესი წესი, რომელთა რეგულარული გამოყენება მენეჯმენტს ამყარებს და განვითარების კარგ საფუძველს ქმნის. განსაზღვრეთ ადამიანი, რომელსაც ამოცანას გადააბარებთ, განსაზღვრეთ დელეგირების ფარგლები, მოამზადეთ ხელქვეითი, აუხსენით მას ამოცანა, განუმარტეთ თქვენი მოლოდინები, დარწმუნდით, რომ ადამიანს საკმარისი უფლებამოსილება აქვს ამოცანის შესასრულებლად, აღნიშნეთ მიღწეული შედეგი, შეაქეთ ადამიანი, ან წაახალისეთ იგი სხვაგვარად. ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 2, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN
1512-4487,- აპრილი, 2007 http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=11955 (ნახვის დრო: 12/9/2017)
[3] სასწავლო პროცესის
დაგეგმვა. http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/sascavlo%20procesis%20dagegmva.pdf
(ნახვის დრო: 12/9/2017)
[4] საგაკვეთილო პროცესის
დაგეგმვა. http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/sascavlo%20procesis%20dagegmva.pdf
(გვ:11 ნახვის დრო 12/9/2017)
[5] დამხმარე საშუალებათა
სისტემა. სკაფოლდინგი მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეასრულოს დავალებები, რომელიც
მისი უახლოესი განვითარების ზონის ფარგლებში ჯდება. „სკაფოლდინგი- მოსწავლეთა წარმატების
საწინდარი“ https://www.youtube.com/watch?v=We5lKBwMG9Q
(ნახვის დრო: 11/13/2017)
[6] განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN:
978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN:
978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
[7] „განვითარებისა
და სწავლის თეორიები“ http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=119
(ნახვის დრო: 11/11/2017)
[8] ბიჰევიორისტული
მიმართულება XX საუკუნის ამერიკულ ფსიქოლოგიაში, რომელიც ცნობიერებას არ მიიჩნევს მეცნიერული კვლევის ობიექტად და
ფსიქიკა დაჰყავს ქცევის მრავალგვარ ფორმაზე. ქცევა გაგებულია გარე გამღიზიანებელზე - სტიმულზე ორგანიზმის რეაქციათა ერთიანობად. ამ
მიმართულების ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი შეასრულეს ი.
პავლოვმა, ჯ. უოტსონმა და
ე. თორნდაიკმა. პავლოვმა აღმოაჩინა პირობითი რეფლექსები - დასწავლის ტიპი (კლასიკური განპირობებულობა), რომელიც ამერიკელი ფსიქოლოგებისთვის იქცა
ობიექტური ფსიქოლოგიის საყრდენად; ამ ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპის თანახმად, მეცნიერების საგანი მხოლოდ დაკვირვებადი მოვლენებია. ბ-ის თვალსაზრისით, ქცევის შესწავლა უნდა მოხდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერბისთვის დამახასიათებელი ობიექტური საკვლევი ტექნიკის გამოყენებით. დასწავლის პრინციპების საკვლევად ქცევა უნდა
იყოს მარტივი, ხოლო პროცედურა - ეთიკურად მისაღები.
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN
99928-926-9-2 : [ფ.ა.]
[9] ბიევიორული თეორია.
http://tpdc.ge/uploads/banners/bihevioraluri_teoria.pdf
(ნახვის დრო: 12/2/2017)
[10]
ჯერომ ბრუნერი. აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში. http://mastsavlebeli.ge/?p=1852 (ნახვის დრო: 11/29/2017)
[11]
პირალური სასწავლო პროგრამა სწავლების ბრუნერისეული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ადრეულ წლებში მოსწავლეთათვის ყველა საგნის საბაზისო სტრუქტურის გაცნობას და შემდეგ, დროთა განმავლობაში, განმეორებით შესწავლას უფრო ღრმა და კომპლექსური ფორმით.
[12]
მასწავლებლის
წიგნი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016. (გვ: 11-12)
[13]
მასწავლებლის
წიგნი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი 2016. (გვ: 12)
[14]
თვისებრივი
მეთოდები სოციალურ კვლევაში. თინათინ ზურაბიშვილი. თბილისი 2006 (გვ: 48)
No comments:
Post a Comment